სხვა

21:26 | 24.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე გამგზავრებამდე ოთხი პისიარ ტესტი უნდა ჩაბარდეს

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრესსამსახურის ცნობით, სპორტსმენები და გუნდის წევრები, რომლებმაც პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე კორონავირუსი გადაიტანეს, პეკინში გაფრენამდე ხუთი დღით ადრე ოთხი უარყოფითი პასუხის მქონე პისიარ ტესტი უნდა ჩააბარონ.

IOC-ის ცნობით, წესები იმისთვის გადაიხედა, რათა სპორტსმენებს და გუნდის წევრებს, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს და რომელთა აღდგენითმა ვადამ შეიძლება გავლენა იქონიოს ჩინეთში გამგზავრებაზე, ყველა საჭირო საბუთის წარმოდგენა შეეძლოთ ჩინეთში გამგზავრებამდე მინიმუმ ხუთი დღით ადრე. მათ ოთხი პისიარ ტესტი უნდა ჩააბარონ გაფრენამდე 120 საათის განმავლობაში და თითოეულზე მიიღონ უარყოფითი პასუხი.

"ყველა ტესტი აკრედიტებულ ლაბორატორიაში უნდა ჩატარდეს, მაგრამ გაფრენამდე 72 საათით ადრე აღებული ტესტი, ჩინეთის ადგილობრივი საელჩოს ან საკონსულოს მიერ აღიარებულ ლაბორატორიაში უნდა გაკეთდეს," - ვიტყობთ IOC-ის პრესსამსახურის განცხადებიდან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112687