ფეხბურთი

16:59 | 24.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

დე იონგი: "სამწუხაროა, რომ "ბარსელონა" "რეალთან" წაგებით ამაყობს"

„ბარსელონას“ ნახევარმცველმა ფრენკი დე იონგმა ესპანეთის სუპერთასზე „რეალთან“ წაგებულ მატჩზე (2:3) კომენტარი გააკეთა. როგორც ნიდერლანდელმა აღნიშნა, „ელ კლასიკოს“ წაგებით „ბარსელონა“ არ უნდა ამაყობდეს.

„მადრიდის „რეალთან“ კარგად ვითამაშეთ. სამწუხაროა იმის თქმა, რომ ვამაყობთ „რეალთან“ წაგებული მატჩით, რადგან „ბარსასთვის“ დამარცხება მხოლოდ იმედგაცრუება უნდა იყოს. ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაა და ვნახოთ, ლა ლიგიდან მოვახერხებთ ამას თუ ევროპა ლიგიდან“, - თქვა დე იონგმა.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის ბოლო ტურში „ბარსელონამ“ „ალავესი“ ფრენკი დე იონგის 87-ე წუთზე გატანილი გოლით 1:0 დაამარცხა და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.

0.11407