თამაშგარე

10:35 | 24.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვლადა სედინი გულჩვილ კაცებს ვერ იტანს

ჩვენი დროის ერთ-ერთი საუკეთესო უკრიანელი ფეხბურთელის, ოლეკსანდრ ზინჩენკოს ცოლი, ქმარზე არანაკლებად პოპულარული, მოდელი ვლადა სედინი საცხოვრებლად დიდ ბრიტანეთში გადაბარგების შემდეგ კარიერულ ზეაღსვლას აგრძელებს და მისი პოპულარობა განუხრელად იზრდება.

ვლადას ბრტანეთის და არამხოლოდ დიდი ბრიტანეთის ბულვარული გამოცემები ხშირად ეკითხებიან აზრს, უღებენ ფოტოებს და მისი ნათქვამ-ნაჟღურტულები ჟურნალებისა თუ ვებ-გვერდების გარეკანებზეც გააქვთ მიუხედავად იმისა, რამდენად დიდ უცნაურობასა და სიშტერესაც კი არ უნდა იძახდეს.

აი მაგალითად, ამ ორი დღის წინ, ვლადა სედინმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ვერ იტანს ზედმეტად ემოციურ მამაკაცებს, რომლებსაც გული ადვილად უჩუყდებათ და ფილმების ცქერის დროსაც კი ცრემლი ადგებათ. არადა, უკრაინელმა გოგომ როგორ არ უნდა იცოდეს, ფილმ “ჯარისკაცის მამის“ ნახვას ყოფილ საბჭოელ ხალხში რა რეაქციები მოჰყვება...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125489