ფეხბურთი

12:58 | 23.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ელისანდრო: "სწორედ ასეთი მომენტებისთვის ვწირავთ ფეხბურთელები საკუთარ თავს“

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში აზერბაიჯანის ნაკრები 3:2 დაამარცხა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა კომენტარი გააკეთეს.

ირაკლი თოდუა (საქართველოს ფუტსალის ნაკრების წევრი): „მინდა, ყველას მივულოცო ეს გამარჯვება. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი და ფუტსალის გამარჯვება. ევროპის ჩემპიონატზე საქართველო წარვადგინეთ და ჩვენი სახელი გავიტანეთ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო სასტარტო თამაშის მოგება, თუმცა ვაანალიზებთ, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯი იყო. საოცარი ემოციები იყო, თუმცა ვეცდებით, რომ ხვალიდან შემდეგ თამაშზე მოვახდინოთ კონცენტრირება".

შაგინია (საქართველოს ფუტსალის ნაკრების წევრი): „ყოველთვის ვოცნებობდი მონაწილეობა მიმეღო ასეთი დონის ტურნირზე. გამარჯვებით დაწყება შესანიშნავია. მატჩის დებიუტშ გაშვებულმა გოლებმა ჩვენზე ვერ იმოქმედა, სიმშვიდე შევინარჩუნეთ და ხარისხიანი თამაშით სასურველ შედეგს მივაღწიეთ".

ელისანდრო (საქართველოს ფუტსალის ნაკრების წევრი): „საოცარი შეგრძნებაა. გავიტანე გოლი და საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველი გამარჯვების მოპოვებაში დავეხმარე. სწორედ ასეთი მომენტებისთვის ვწირავთ ფეხბურთელები საკუთარ თავს“.

შეგახსენებთ, საქართველოს ფუტსალის ნაკრები მეორე ტურში ბოსნიის ნაკრებს 26 იანვარს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121329