ფეხბურთი

0:36 | 23.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

დე ბრუინი პრემიერლიგაში საგოლე პასების რაოდენობით ბექემს გაუთანაბრდა

შაბათს, 22 იანვარს, პრემიერლიგის 23-ე ტურის მატჩში, „მანჩესტერ სიტი“ სტუმრად „საუთჰემპტონს“ დაუზავდა (1:1). მანჩესტერელთაგან გოლი ემერიკ ლაპორტმა გაიტანა კევინ დე ბრუინის გადაცემით.

პორტალი OptaJoe ტვიტერში გვამცნობს, რომ ეს ბელგიელისთვის მე-80 საგოლე პასი გამოდგა პრემიერლიგაში და ამ მაჩვენებლით ის „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდას, დევიდ ბექემს გაუთანაბრდა.

ოღონდ, ამ შედეგის მისაღწევად დე ბრუინს 68 მატჩით ნაკლების გამართვა დასჭირდა ვიდრე ბექემს.

0.111009