ფეხბურთი

20:52 | 22.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი აზარს არ უშვებს

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ბელგიელი ვარსკვლავის, ედენ აზარის გუნდიდან გაშვებას არ აპირებს.

„აზარი მომავალი სეზონისთვის ჩვენს გეგმებშია.“ - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს Mundo Deportivo.

აზარი „რეალში“ 2019 წლის ზაფხულში გადავიდა „ჩელსიდან“ 115 მილიონ ევროდ. მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში 17 მატჩი გამართა, ერთი ბურთი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. „სამეფო კლუბთან“ მის კონტრაქტს ვადა 2024 წლის ზაფხულში ეწურება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108542