ფეხბურთი

14:22 | 22.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერს" ხოაკინ კორეა გამოაკლდა

მილანს „ინტერს“ არგენტინელი თავდამსხმელი ხოაკინ კორეა დაუშავდა. ამის შესახებ იტალიური კლუბის ვებგვერდი იტყობინება.

კორეამ ბარძაყის ტრავმა იტალიის თასზე „ემპოლისთან“ მატჩში მიიღო და მოედანი აცრემლებულმა დატოვა. ჯერჯერობით, უცნობია ზუსტი პერიოდი, რომლის გამოტოვება მას მოუწევს, მაგრამ უახლოეს შეხვედრებში გუნდს ვერ დაეხმარება.

შეგახსენებთ, ხოაკინ კორეა „ინტერს“ გასულ ზაფხულს „ლაციოდან“ შეუერთდა და მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 20 შეხვედრაში 4 გოლის გატანა მოახერხა.

0.112334