ფეხბურთი

21:24 | 21.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოსკარი: "ბარსელონა" ჩემს აგენტს დაუკავშირდა"

"ჩელსის" ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამად "შანხაი პორტის" შემტევმა ნახევარმცველმა ოსკარმა განაცხადა, რომ "ბარსელონას" წარმომადგენელი მის აგენტს ტრანსფერთან დაკავშირებით დაეკონტაქტა და ამჟამად მოლაპარაკება მიმდინარეობს.

"ჩემ აგენტს "ბარსელონა" დაუკავშირდა და შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკება იყო. მათ იციან რომ ჩინეთის ლიგა მარტამდე ისვენებს, ესპანური კლუბი ფინანსურად მძიმე სიტუაციაშია და ამასთან დაკავშირებითაც კითხვები ჰქონდათ და ინტერესი გამოხატეს. მოლაპარაკება მიმდინარეობს და ცდილობენ გაარკვიონ არის თუ არა ჩემი ტრანსფერი შესაძლებელი. ასევე, ფეხბურთლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით არის პრობლემა, ამიტომ ჩემი კლუბის ხელმძღვანელობას უნდა ვესაუბრო გაშვებასთან დაკავშირებით." - ციტირებს TNT Sports-ი ბრაზილიელის სიტყვებს.

ოსკარი ჩინეთში სათამაშოდ 2017 წელს წავიდა, როდესაც "შანხაიმ პორტმა" 60 მილიონი ევრო გადაიხადა, რაც აზიური ფეხბურთისთვის სარეკორდო ტრანსფერია. მას შემდეგ სამხრეთამერიკელმა ჩინური ლიგის გუნდის მაისურით 170 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 50 გოლი და 93 საგოლე გადაცემა შეასრულა. ოსკარი ჩინეთის ჩემპიონი და თასის მფლობელია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124467