ფეხბურთი

20:26 | 21.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

"აინტრახტმა" "დორტმუნდიდან" კნაუფი დაიმატა

გერმანიის 21-წლამდელთა ნაკრების წევრი ანსგარ კნაუფი 2023 წლის ივლისამდე იჯარის წესით "აინტრახტში" ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია ფრანკფურტელთა ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

განელი წარმოშობის ფეხბურთელი "ჰანოვერის" და "დორტმუნდის" აკადემიების აღზრდილია და "ბორუსიის" პირველ გუნდში 2021 წლის ზაფხულში გადაიყვანეს. მიმდინარე სეზონში ანსგარმა ცხრა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111865