ფეხბურთი

20:33 | 20.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმმა" ამხანაგურ მატჩში პოლონეთის ჩემპიონატის ლიდერს მოუგო

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „დინამო ბათუმმა“ თურქეთში ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო და პირველი ამხანაგური მატჩი პოლონეთის ჩემპიონატის ლიდერ „ლეხთან“ გამართა, რომელიც 2:1 დაამარცხა.

ანგარიში პოლონელებმა გახსნეს. მე-14 წუთზე რამირესმა პენალტი ზუსტად დაარტყა და პოზნანელები დაწინაურდნენ. 26-ე წუთზე მეორე პენალტი დაინიშნა ბათუმელთა კარის მიმართულებით, მაგრამ მიხეილ ალავიძემ ველდეს აჯობა და ანგარიში უცვლელი დარჩა.

ტაიმის ბოლო წუთზე გია გეგუჩაძის გუნდმა გაათანაბრა. გოლი ამჯერადაც პენალტით გავიდა და მისი ავტორი ვლადიმერ მამუჩაშვილია. 59-ე წუთზე კი თორნიკე გაფრინდაშვილმა ეფექტური გოლით გამარჯვების გოლი გაიტანა - 2:1.

ბათუმელთა ეს გამარჯვება კიდევ უფრო გამოსარჩევი იმ კუთხითაა, რომ ეს პირველი ტესტ-მატჩი იყო და შესაბამისად, იდეალურ ფორმაში გუნდი ჯერ არაა, ხოლო „ლეხი“ აქტიურად კარგა ხანია ემზადება და წინა დღეებში ორჯერ ისპარინგა, როცა ნიკა კვეკვესკირმა 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა. ქართველი ნახევარმცველი ამჯერად თამაშში 64-ე წუთზე ჩაერთო.

„დინამო ბათუმი“ თურქეთში მზადებას ცხადია აგრძელებს და ამხანაგურ მატჩებს კიდევ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122336