ფეხბურთი

18:20 | 20.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფიფამ საიჯარო ტრანსფერების წესები შეცვალა და რეგულაციები დააწესა

ფიფამ ოფიციალურად დააანონსა, რომ მიმდინარე წლის 1 ივლისიდან საიჯარო ტრანსფერების წესები შეიცვლება.

ფიფამ შეიმუშავა რამდენიმე პუნქტი, რომლის დარღვევა ზაფხულიდან კლუბებს აღარ შეეძლებათ და ამ პუნქტების მიხედვით უნდა იხელმძღვანელონ, როცა ფეხბურთელის დამატებას ან გაშვებას იჯარით გადაწყვეტენ.

წერილობითი ხელშეკრულეის ვალდებულება, რომელიც ასახავს იჯარის პირობებს (ხანგრძლივობა და ფინანსური პირობები).

იჯარის მაქსიმალური ხანგრძლივობა 1 წელი იქნება.

აიკრძალება იჯარით გაშვებული ფეხბურთელის მესამე კლუბში იჯარით გაშვება.

კლუბს ერთ კლუბში იჯარით მაქსიმუმ 3 ფეხბურთელის გაშვება შეეძლება.

კლუბს მაქსიმუმ 8 მოთამაშე ეყოლება იჯარით (დამატებული და გაშვებული).

აღსანიშნავიას, რომ ფიფას ახალი წესები არ შეეხება 21 წლის ან 21-წლამდე ასაკის ფეხბურთელებსა და მათ, ვინც მშობლიური კლუბის აღზრდილები არიან.

თეგებიფიფა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119029