სხვა

17:48 | 20.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

სეოკ-სა და ,,ავერსს" შორის მემორანდუმი განახლდა

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტსა და „ავერსს" შორის უკვე 14 წელია გრძელდება თანამშრომლობა.

დღეს სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ თანამშრომლობის შესახებ მორიგ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის თანახმად, საქველმოქმედო ფონდი ,,ავერსი" იღებს ვალდებულებას 2022 წლის განმავლობაში საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრებს, პერსპექტიულ სპორტსმენებს და ვეტერან ოლიმპიელებს უფასოდ გაუწიოს სამედიცინო მომსახურება ,,ავერსის"კლინიკათა ქსელში და უფასოდ უზრუნველყოს მკურნალობისთვის საჭირო ყველა მედიკამენტით.

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალს ესწრებოდნენ სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი, გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, საქველმოქმედო ფონდ ,,ავერსის" დირექტორი ქეთევან ნემსაძე, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები, ვეტერანი სპორტსმენები.

GEONOC.OGR.GE

0.123749