ფეხბურთი

12:50 | 20.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: „ტოტენჰემი“ არასოდეს ნებდება“

პრემიერლიგის მე-17 ტურის გადატანილ შეხვედრაში, „ლესტერთან“ გამარჯვების შემდეგ (3:2, ლონდონელები 95-ე წუთამდე 1:2 აგებდნენ და ორ წუთში სტივენ ბერგვეინმა ორი გოლი გაიტანა), „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, განაცხადა, რომ მისი გუნდი არასოდეს ნებდება.

„ვფიქრობ, დღეს დავამტკიცეთ, რომ არასოდეს ვნებდებით. ფეხბურთელებმა კარგად იციან ჩვენი ფილოსოფია, ბოლომდე ბრძოლა და საჭირო შედეგის მიღწევა.

მარცხი უსამართლო უქნებოდა. ბევრი მომენტები შევქმენით, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. საკუთარ კარში კი გავუშვით გოლები. მაგრამ ჩვენი თავის გვჯეროდა და სამი ქულაც დამსახურებულად მოვიპოვეთ.“ - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს BBC.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109842