ფეხბურთი

18:35 | 19.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" არაუხოსთან კონტრაქტის განახლება სურს

კატალონიის „ბარსელონას“ რონალდ არაუხოს შენარჩუნება და მასთან კონტრაქტის განახლება სურს. ამის შესახებ ჟურნალისტებს კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ განუცხადა.

როგორც ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, არაუხოზე ის იმედებს ამყარებს და გუნდისთვის მასთან კონტრაქტის განახლება პრიორიტეტულია.

არაუხოს „ბარსასთან“ მოქმედი ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ბოლო დროს ის ესპანურმა მედიამ მადრიდის „რეალსაც“ კი დაუკავშირა.

22 წლის ურუვაელი მცველი „ბარსელონას“ მთავარ გუნდში 2020 წლიდან თამაშობს და დღემდე 61 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111762