ფეხბურთი

14:20 | 19.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკი "ბაიერნთან" კონტრაქტის განახლებას თუ არ დათანხმდება, კლუბი მის გაყიდვას ეცდება

მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ შესაძლოა კლუბი ზაფხულში დატოვოს.

როგორც გამოცემა Bild-ი იტყობინება, პოლონელ ფეხბურთელს მიუნხენურ კლუბში კონტრაქტის მხოლოდ ერთი წლით განახლებას სთავაზობენ. რობერტს ხელშეკრულება ძალაში 2023 წლამდე აქვს ძალაში, მაგრამ თუ შეთავაზებას არ დათანხმდება, „ბაიერნი“ ეცდება ის მომდევნო ზაფხულს გაყიდოს, რომ ტრანსფერისგან ფინანსური სარგებელი მიიღოს.

ლევანდოვსკი „ბაიერნმა“ 2014 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით „დორტმუნდიდან“ დაიმატა და მას შემდეგ პოლონელს შთამბეჭდავი სტატისტიკა აქვს - 356 მატჩი და 328 გოლი.

„ბაიერნში“ უკვე ფიქრობენ ლევანდოვსკის შემცვლელზეც და შესაძლოა, ის ერლინგ ჰოლანდი გახდეს, რომელიც დიდი ალბათობით, „დორტმუნდში“ ბოლო სეზონს ატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118718