ფეხბურთი

13:10 | 19.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

რანგნიკი: “მარსიალთან ყველაფერი მოგვარებულია”

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა ენტონი მარსიალთან ბოლოდროინდელ კონფლიქტზე კომენტარი გააკეთა. გერმანელი სპეციალისტის თქმით, მხარეებს შორის გაუგებრობა მოხდა, რომელიც უკვე მოგვარდა.

„კვირას ენტონისთან მომხდარის შესახებ პირადი საუბარი მქონდა, ახლა ეს საკითხი მოგვარებულია, ყველაფერი მოვაგვარეთ.

მარსიალი ორი დღე არ ვარჯიშობდა, დღეს კი ვარჯიში უნდა განაახლოს. სწორედ შედეგებიდან გამომდინარე გადავწყვეტ, მოხვდება თუ არა ის შემადგენლობაში „ბრენტფორდთან“ მატჩისთვის“, - ციტირებს Sky Sports-ი რანგნიკის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ რანგნიკმა მარსიალი იმაში დაადანაშაულა, რომ მას არ სურდა „ასტონ ვილასთან“ თამაში. რაც თავად ფრანგმა მალევე უარყო. ამის შემდეგ გერმანელმა სპეციალისტმა ფორვარდთან შერიგება გადაწყვიტა და შეძლო დაერწმუნებინა, რომ ჟურნალისტებმა მისი სიტყვები არასწორი ფორმულირებით გააჟღერეს.

„მანჩესტერ იუნაიტედს“ 32 ქულა აქვს და მე-7 პოზიციაზეა, ხოლო „ბრენტფორდი“ 23 ქულით მე-14 ადგილზე იმყოფება. უშუალოდ ამ გუნდების დაპირისპირება დღეს, 23:55 წუთზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108702