ფეხბურთი

10:38 | 19.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჯანმრთელობის პრობლემების გამო, კიეზას ოპერაცია გადაიდო

ტურინის „იუვენტუსის“ შემტევი ნახევარმცველი, ფედერიკო კიეზა მუხლის ჯვარედინი მყესების ტრავმის შემდეგ, რეაბილიტაციას ვერ იწყებს.

Sky Italia- ს ცნობით , ოპერაცია დღეს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ის გადაიდო. კიეზას სიცხე აქვს, მაგრამ ტესტები კორონავირუსზე უარყოფითი გამოდგა.

ამრიგად, ექიმები აგრძელებენ იტალიელის ჯანმრთელობის მონიტორინგს და ოპერაციის ჩატარებას მხოლოდ ტემპერატურის ნორმალიზების შემდეგ შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის ფეხბურთელმა ტრავმა „რომასთან“ მატჩში მიიღო და მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს. მან 2021-2022 წლების სეზონი ყველა ტურნირზე ჩატარებული 18 მატჩში 4 გოლი და 4 საგოლე პასი შეასრულა.

აღსანიშნავია ისიც, რომ კიეზა იტალიის ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლებისთვის, ყველაზე მნიშვნელოვან პლეი-ოფში ვერ დაეხმარება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109801