სხვა

23:33 | 18.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო ბაზაძე რეიტინგში დაწინაურდა და კარიერაში საუკეთესო შედეგი აქვს

თბილისში გამართული მსოფლიო თასის ეტაპის შემდეგ ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ რეიტინგი განაახლა და სანდრო ბაზაძე მესამე ადგილზე აღზევდა.

ეს ბაზაძის კარიერაში საუკეთესო შედეგია. აღსანიშნავია, რომ ის რეიტინგში ორი საფეხურით დაწინაურდა, რადგან მანამდე მეხუთე ადგილზე იყო.

სანდროს აქტივში 192 ქულაა და მხოლოდ ორ მოფარიკავეს ჩამორჩება - უნგრელ არონ შილაგის (263 ქულა) და სამხრეთკორეელ ოჰ სანგუკს (240 ქულა).

შეგახსენებთ, რომ სანდრო ბაზაძეს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ერთადერთი ნაბიჯი დააკლდა მედლამდე და საბოლოოდ, მეოთხე პოზიციას დასჯერდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128593