კალათბურთი

21:40 | 18.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ინდიანას" მწვრთნელი: "გოგამ შესანიშნავად ითამაშა, ბედნიერი ვარ და ის მზადაა"

„ინდიანა პეისერსის“ მთავარმა მწვრთნელმა რიკ კარლაილმა გოგა ბითაძე შეაქო და თქვა, რომ ქართველი ცენტრის თამაშით ლოს ანჯელეს „კლიპერსთან“ კმაყოფილი დარჩა.

„ვფიქრობ, რომ ის შესანიშნავი იყო. როდესაც პირველ პერიოდში გვიჭირდა, ის ბრისეტისთან და სტივენსონთან ერთად შევიდა და ამ ბიჭებმა თამაშში ნაპერწკალი შეიტანეს. სკამიდან ჩართულებს თითქმის ყველას დადებითი თამაში ჰქონდა. გოგამ ბევრი კარგი რამ გააკეთა. ბევრი ბურთი მოხსნა და თამაშსაც ნამდვილად კარგად გრძნობდა. მას კარგად გამოსდის თამაში იმ გუნდების წინააღმდეგ, რომლებიც თამაშის რიტმს ხშირად ცვლიან, კარგად მოძრაობს, ტანს სწორად აყენებს, თუ მის წინააღმდეგ დაბალი მეტოქე გაჩნდება, შეუძლია პასის გაკეთება და ზუსტად შეტევა. ბედნიერი ვარ მისი თამაშით და ის მზადაა“, - თქვა კარლაილმა.

გოგა ბითაძემ „კლიპერსთან“ წაგებულ მატჩში (133:139) 24 წუთში 17 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი და 2 დაფარება მიითვალა. აღსანიშნავია, რომ 17 ქულა მისთვის NBA-ს კარიერაში სარეკორდო მაჩვენებელია.

„ინდიანა პეისერსი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 15 მოგებით და 29 წაგებით მე-13 ადგილზეა, ხოლო მომდევნო შეხვედრას 20 იანვარს, ლოს ანჯელეს „ლეიკერსთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124831