სხვა

21:04 | 18.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

კელვინ კატარი: "ჭიკაძემ ამ წაგების საფასური სხვა მებრძოლს უნდა გადაახდევინოს"

კელვინ კატარი გიგა ჭიკაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ბრძოლის შემდეგ თქვა, რომ კატარს 10-დან 9 ბრძოლას მოუგებდა.

ამერიკელ მებრძოლს ეს კომენტარი არ ეწყინა და გიგას რჩევაც მისცა. როგორც კატარმა აღნიშნა, ჭიკაძემ ამ წაგების საფასური სხვა მებრძოლს, მომდევნო ბრძოლაში უნდა გადაახდევინოს.

„მისი ნათქვამი გულთან არ მიმიტანია და პირადულად არ მიმიღია. სწრაფად გამოჯანმრთელებას და დაბრუნებას ვუსურვებ. გიგას ვუთხარი, რომ შეუძლია, საფასური სხვა მებრძოლს გადაახდევინოს, როგორც მე გავაკეთე წაგების შემდეგ. ვიმედოვნებ, რომ წაგებას სწორ რეაგირებას მოახდენს, ეს სწრაფად არ მოხდება, მაგრამ იმედია, მალე მიხვდება. პირადად მე წაგება დამეხმარა, რომ ფოკუსირება სწორ საკითხებზე მომეხდინა“, - თქვა კატარმა.

შეგახსენებთ, რომ გიგა ჭიკაძემ კელვინ კატართან ხუთი რაუნდი იბრძოლა და მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა. 33 წლის ქართველ მებრძოლს UFC-ში 7 ბრძოლა აქვს მოგებული და პირველად დღეს წააგო. ჭიკაძე ნახევრადმსუბუქი წონის რეიტინგში მერვე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123247