ფეხბურთი

19:10 | 18.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ნიუკასლი" მზადაა ედენ აზარში 49 მილიონი ევრო გადაიხადოს

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ედენ აზარი შესაძლოა ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნდეს. AS-ის ცნობით, 31 წლის ფეხბურთელის მომსახურებით „ნიუკასლ იუნაიტედია“ დაინტერესებული.

წყაროს თანახმად, „კაჭკაჭები“ მზად არისნ ფეხბურთელის ტრანსფერში 49 მილიონი ევრო გადაიხადონ. ტრანსფერი შესაძლოა, პრემიერლიგაში „ნიუკასლის“ დაბალმა პოზიციამ შეაფერხოს, მაგრამ ფეხბურთელს ესპანური გრანდის დატოვება სურს.

შეგახსენებთ, რომ ედენ აზარი „რეალს“ 2019 წელს შეუერთდა. ბელგიელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში 13 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა. მას მადრიდულ გრანდთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

0.115429