ფეხბურთი

15:52 | 18.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ბენფიკამ“ უარყო ხმები შევჩენკოსთან მოლაპარაკების შესახებ

ლისაბონის „ბენფიკამ“ ოფიციალურად უარყო ხმები, თითქოს ისინი მთავარი მწვრთნელის პოსტზე ანდრეი შევჩენკოს დანიშვნას აპირებდმენ.

„საფეხბურთო კლუბი „ბენფიკა“ აზუსტებს, რომ არ მიუმათავს არც ანდრეი შევჩენკოსთვის და არც სხვა რომელიმე მწვრთნელისთვის სამუშაოს თაობაზე, ჟორჟე ჟეზუშის წასვლის შემდეგ.

ერთადერთი სპეციალისტი, რომელსაც კლუბი დაუკავშირდა ნელსონ ვერისიმო გახლდათ. სწორედ ის უხელმძღვანელებს გუნდს სეზონის ბოლომდე. შემდეგ კი შედეგის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას.“ - წერია კლუბის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 15 იანვარს უკრაინელი სპეციალისტი, ანდრეი შევჩენკო, „ჯენოას“ თავკაცის თანამდებობიდან დაითხოვეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.134063