ფეხბურთი

10:24 | 18.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩმა „მილანის“ მაისურით 150-ე მატჩი ჩაატარა

ორშაბათს, იტალიური სერია A-ს 22-ე ტურის მატჩში „მილანი“ შინ დამარცხდა „სპეციასთან“ (1:2). მილანელთა თავდამსხმელისთვის, ზლატან იბრაჰიმოვიჩისთვის ეს 150-ე შეხვედრა გამოდგა „როსონერის“ შემადგენლობაში. 150 თამაშში მან 92 ბურთი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

კარიერის განმავლობაში ზლატანმა ყველაზე მეტი მატჩი „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში ჩაატარა, შემდეგ ორი მილანური კლუბი მოდის - „მილანი“ (150) და „ინტერი“ (117).

მიმდინარე სეზონში 40 წლის შვედმა ყველა ტურნირში 18 შეხვედრა გამართა, 8 ბურთი გაიტანა და ორი საგოლე პასი შეასრულა.

0.11794