ფეხბურთი

23:30 | 17.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

Best FIFA Football Awards: რობერტ ლევანდოვსკის ზედიზედ მეორე ტრიუმფი

მიუნხენის „ბაიერნისა“ და პოლონეთის ნაკრების თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი ფიფას ვერსიით 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

33 წლის ფეხბურთელმა Best FIFA Football Awards ზედიზედ მეორედ მოიგო. მან ლიონელ მესისა და მოჰამედ სალაჰს აჯობა, რომლებიც სამეულში მოხვდნენ.

ქალთა შორის, წლის საუკეთესო ფეხბურთელად „ბარსელონას“ ესპანელი შემტევი ალექსია პუტელიასი დასახელდა, რომელმაც მანამდე „ოქროს ბურთიც“ მოიგო. 2021 წლის საუკეთესო გოლის ავტორი და შესაბამისად, ფერენც პუშკაშის ჯილდოს მფლობელი ერიკ ლამელა გახდა. „სევილიას“ ფეხბურთელს პრიზი „ტოტენჰემის“ მაისურით „არსენალთან“ გატანილი გოლისთვის გადაეცა.

გარდა ამისა, საუკეთესოები, როგორც მამაკაცთა, ისე ქალთა შორის, სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლინდნენ.

2021 წლის საუკეთესო მეკარე: ედუარ მენდი (ჩელსი, სენეგალი)

2021 წლის საუკეთესო ქალი მეკარე: კრისტინ ენდლერი (ლიონი, ჩილე)

2021 წლის საუკეთესო გოლის ავტორი: ერიკ ლამელა (ტოტენჰემი-არსენალის მატჩში გატანილი გოლი)

საუკეთესო მწვრთნელი: ტომას ტუხელი (ჩელსი, გერმანია)

2021 წლის საუკეთესო ქალი მწვრთნელი: ემა ჰაიესი (ჩელსი)

ფიფას ფეირ-პლეის გამარჯვებული: დანიის ნაკრების სამედიცინო შტაბი

2021 წლის საუკეთესო ფანები: დანიელი და ფინელი გულშემატკივრები

2021 წლის სიმბოლური ნაკრები:

მეკარე: ჯანლუიჯი დონარუმა (იტალია)

მცველები: რუბენ დიაში (პოირტუგალია), ლეონარდო ბონუჩი (იტალია), დავიდ ალაბა (ავსტრია)

ნახევარმცველები: ნგოლო კანტე (საფრანგეთი), ჟორჟინიო (იტალია), კევინ დე ბრუინი (ბელგია)

თავდამსხმელები: ლიონელ მესი (არგენტინა), რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი), ერლინგ ჰოლანდი (ნორვეგია), კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია)

2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელი: რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი, პოლონეთი)

საუკეთესო ქალი ფეხბურთელი: ალექსია პუტელიასი (ბარსელონა, ესპანეთი)

ფიფას სპეციალური პრიზი: კრიშტიანუ რონალდუ (მანჩესტერი, პორტუგალია)

აქვე გეტყვით, რომ ფიფას ორგანიზებულ გამოკითხვაში მონაწილეობა ეროვნული ნაკრებებისა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა (მათ შორის, ვილი სანიოლმა და ჯაბა კანკავამ), ჟურნალისტებმა და გულშემატკივრებმა მიიღეს.

ვილი სანიოლის რჩეული სამეული ასეთია: 1. კარიმ ბენზემა 2. რობერტ ლევანდოვსკი 3. კილიან მბაპე, ხოლო საუკეთესო მწვრთნელად რობერტო მანჩინი დაასახელა.

ჯაბა კანკავას არჩევანი ასეთია: 1. ლიონელ მესი 2. ნგოლო კანტე 3. ჟორჟინიო. მწვრთნელებში მანაც მანჩინი გამოარჩია.

0.165443