ფეხბურთი

17:42 | 16.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ერიკსენი პრემიერლიგაში დაბრუნებასთან ახლოსაა

კრისტიან ერიკსენი ფეხბურთში ბრუნდება და როგორც The Times-ის იტყობინება, დანიელი ფეხბურთელი ახლოსაა ინგლისის პრემიერლიგის კლუბში გადასვლასთან.

წყაროს თანახმად, ყველაფერი კონტრაქტის გაფორმების ზღავრზეა და მომდევნო კვირაში ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება. თუმცა, ჯერჯერობით, უცნობია კლუბის სახელი, სადაც ერიკსენი გადავა.

შეგახსენებთ, დანიელ ნახევარმცველს ინგლისის პრემიერლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს, რადგან „ტოტენჰემის“ რიგებში ირჯებოდა. ბოლოს კრისტიანი მილანის „ინტერის“ ღირსებას იცავდა, რომელთანაც კონტრაქტი გაწყვიტა, რადგან გულზე ოპერაციის შემდეგ იტალიაში თამაშის უფლება არ აქვს.

0.11381