ფეხბურთი

11:17 | 16.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუკაკუ ტუხელმაც გააკრიტიკა და ფანებმაც: "მოგვატყუეს, დაგვიბრუნეთ ტრანსფერის ფული!"

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩის (0:1) შემდეგ რომელუ ლუკაკუ საჯაროდ გააკრიტიკა. გერმანელმა სპეციალისტმა არ დამალა, რომ ბელგიელის თამაშით ძალიან უკმაყოფილო დარჩა.

„თავდამსხმელებთან დაკავშირებით ბევრი პრობლემა გვქონდა, ბურთს ძალიან მარტივად კარგავდნენ. ზოგჯერ ლუკაკუ გუნდს უფრო მეტად უნდა დახმარებოდა. ხელსაყრელ სიტუაციებში მან ბურთი ბევრჯერ დაკარგა და მისი თამაში არ მომეწონა. შეტევაში ბევრად უკეთ უნდა ვითამაშოთ“, - თქვა ტუხელმა.

ბელგიელი ფორვარდით უკმაყოფილოები არიან ფანებიც. ტვიტერში „ჩელსის“ გულშემატკივრების ყველაზე პოპულარული მესიჯები ასეთი იყო: „მოგვატყუეს!“, „ინტერ, დაგვიბრუნე ფული!“. აშკარაა, რომ ბელგიელის ტრანსფერი ჯერჯერობით მოლოდინს ვერ ამართლებს. გავიხსენოთ, რომ ლუკაკუ არცთუ დიდი ხნის წინ „ინტერში“ დაბრუნების სურვილს გამოხატავდა და თქვა, რომ „ჩელსიში“ ბედნიერი არ არის, რისთვისაც მას საჯაროდ ბოდიშის მოხდაც მოუწია.

შეგახსენებთ, რომ რომელუ ლუკაკუ „ჩელსიმ“ „ინტერიდან“ 115 მილიონ ევროდ შეიძინა და მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 22 მატჩში მხოლოდ 8 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105874