ფეხბურთი

17:50 | 15.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე მზადაა პსჟ-სთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს

კილიან მბაპემ შესაძლოა „პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივოს. The telegraph-ის ინფორმაციით, ფეხბურთელი ხელშეკრულების განახლების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ მოკლე ვადით.

პსჟ ყველაფერს აკეთებს ფრანგი შემტევის შესანარჩუნებლად და მზადაა მის პირბაზე დათანხმდეს. საუბარია ორი წლით კონტრაქტის განახლებაზე. თუმცა, მბაპე საბოლოო გადაწყვეტილებას გაზაფხულზე მიიღებს, რადგან მანამდე სეზონზე კონცენტრირება სურს.

ამასთან, მადრიდის „რეალი“ აგრძელებს ფეხბურთელისთვის ბრძოლას და ესპანელებს სჯერათ, რომ ზაფხულში მას თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაიბირებენ.

შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპე „პარი სენ ჟერმენს“ 2017 წელს „მონაკოდან“ შეუერთდა და კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107327