ფეხბურთი

17:08 | 15.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდი: "დორტმუნდმა" ჩემზე დიდი ზეწოლა დაიწყო"

დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელმა ერლინგ ჰოლანდმა განაცხადა, რომ კლუბის ხელმძღვანელობა მასზე ზეწოლას ახდენს. საქმე ისაა, რომ გერმანელებს სურთ, ნორვეგიელმა გადაწყვეტილება წასვლასთან ან დარჩენასთან დაკავშირებით თებერვლის ბოლომდე მიიღოს.

„დორტმუნდმა“ ჩემზე დიდი ზეწოლა დაიწყო. მათ სურთ, რომ გადაწყვეტილება ახლა მივიღო. ასე რომ, დიახ, ყველაფერი ახლა მოხდება, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ფეხბურთსა და თამაშზე ფოკუსირება მინდა“, - თქვა ჰოლანდმა.

შეგახსენებთ, რომ ერლინგ ჰოლანდი „დორტმუნდის“ ღირსებას 2020 წლის იანვრიდან იცავს და დღემდე ჩატარებულ 77 მატჩში 78 გოლი აქვს გატანილი.

0.115816