ფეხბურთი

14:53 | 15.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნაგელსმანი ტრანსფერებზე: "ბაიერნს" ნავთობის ჭაბურღილი არ აქვს"

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა სატრანსფერო ბაზარსა და მიმდინარე თვეში ამ კუთხით გერმანული გიგანტის მიზნებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, იანვარში გაძლიერება გუნდისთვის ყოველთვის კარგია, მაგრამ ფინანსებიც მნიშვნელოვანია.

„ტრანსფერებზე ყოველთვის ვფიქრობ, ეს ჩემი საქმის ნაწილია. მე ყოველთვის ვიყავი ზამთრის ტრანსფერების დიდი გულშემატკივარი, რადგან ეს გუნდისთვის სუფთა ჰაერივითაა. თუმცა, იანვარში ტრანსფერი ყველაზე რთული და ამასთანავე ძვირია. ყველაფერს განვიხილავთ, მაგრამ გადაწყვეტილება ეკონომიკურად გამართლებული უნდა იყოს. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ნავთობის ჭაბურღილი არ გვაქვს“, - თქვა ნაგელსმანმა.

შეგახსენებთ, „ბაიერნი“ ბუნდესლიგას 18 მატჩში მოპოვებული 43 ქულით ლიდერობს, ხოლო ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ავსტრიულ „ზალცბურგს“ დაუპირისპირდება.

0.112053