ფეხბურთი

22:42 | 14.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

რანგნიკი: "მინდა, ვან დე ბეკი "მანჩესტერ იუნაიტედში" დარჩეს"

"მანჩესტერ იუნაიტედის" დროებითმა მთავარმა მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა განაცხადა, რომ დონი ვან დე ბეკს გუნდში დარჩენა ურჩია. გავრცელებული ინფორმაციით, ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი კლუბმა "დორტმუნდს" და "ნიუკასლს" შესთავაზა.

"მინდა, რომ დონი გუნდში დარჩეს. მას უკვე ველაპარაკე ორი კვირის წინ და ვურჩიე დარჩენა სეზონის ბოლომდე. მსოფლიოს ჩემპიონატი ზამთარში იქნება, ხოლო მას ტურნირზე მონაწილეობის მირება უნდა." - ციტირებს DailyMail-ი გერმანელის სიტყვებს.

მიმდინარე სეზონში დონიმ 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც სამი სასტარტოში დაიწყო და საშუალოდ მოედანზე 29 წუთს ატარებს. მცირე სათამაშო დროის გამო ფეხბურთელი კლუბის გამოცვლაზე ფიქრობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110926