ფეხბურთი

21:41 | 14.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსიმ" ლოფტუს-ჩიკი "იუვენტუსში" არ გაანათხოვრა

25 წლის ინგლისელ ფეხბურთელს რუბენ ლოფტუს-ჩიკს ლონდონის "ჩელსიმ" იუვენტუსში" გადასვლაზე უარი უთხრა. როგორც Footall Italia იუწყება, ინგლისელებმა იტალიელებს იჯარის ნაცვლად სრული ტრანსფერი მოთხოვეს. ამის გაკეთება კი "ბიანკონერის" ფინანსური ვალდებულებებიდან გამომდინარე არ შეუძლია, სანამ ერთ ფეხბურთელს არ გაყიდის.

"იუვენტუსიდან" არტულ მელოს წასვლაზე საუბრობდნენ, თუმცა ლონდონის "არსენალმა" ფეხბურთელის დამატებაზე უარი განაცხადა. ლოფტუს-ჩიკს მიმდინარე სეზონში ლონდონური გუნდის რიგებში მცირე სათამაშო დრო აქვს, საშუალოდ მოედანზე რუბენი 50 წუთს ატარებს და 20 შეხვედრაში სამი საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული.

0.119757