ფეხბურთი

19:26 | 14.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

სტერლინგი პრემიერლიგის დეკემბრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

ინგლისის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ სიტის" შემტევი რაჰიმ სტერლინგი პრემიერლიგის დეკემბრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისის ჩემპიონატის ტვიტერის გვერდმა გაავრცელა.

მიმდინარე სეზონში სტერლინგმა პირველად გაიმარჯვა აღნიშნულ ნომინაციაში. გასულ თვეში სტერლინგმა ხუთი მატჩი ჩაატარა, გაიტანა ხუთი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. რაჰიმმა თავი გამოიჩინა "ასტონ ვილასთან" (საგოლე გადაცემა), "უოტფორდთან" (1 გოლი), "ვულვზთან" (1), "ნიუკასლთან" (1) და "ლესტერთან" (დუბლი).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121371