ფეხბურთი

14:12 | 14.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნანი სერია A-ში ითამაშებს

ვეტერანი პორტუგალიელი ფეხბურთელი ნანი სერია A-ში ბრუნდება და კარიერას „ვენეციაში“ გააგრძელებს.

ლუზიტანელი უკვე იტალიაშია, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და შემდეგ კონტრაქტს გააფორმებს, რომელიც ძალაში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იქნება. ნანი ბოლოს „ორლანდო სიტის“ ღირსებას იცავდა, რომელიც 2021 წელს დატოვა.

35 წლის შემტევი 2017-2018 წლების სეზონში „ლაციოში“ თამაშობდა და 25 მატჩში 3 გოლი გაიტანა. მას ასევე უთამაშია „სპორტინგში“, „მანჩესტერში“, „ფენერბაჰჩესა“ და „ვალენსიაში“.

0.110037