კალათბურთი

11:36 | 14.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო მამუკელაშვილის 6 წუთი და "მილუოკის" გამარჯვება "გოლდენ სტეიტთან"

„მილუოკი ბაქსიმ“ ორმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა და საკუთარ მოედანზე „გოლდენ სტეიტ უორიორზს“ საკმაოდ ადვილად 118:99 აჯობა. მოქმედმა ჩემპიონმა პირველი პერიოდი 37:21, მეორე კი 40:17 მოიგო და ცხადია, ასეთი დიდი უპირატესობის ფონზე გამარჯვება ხელიდან აღარ გაუშვია, მიუხედავად იმისა, რომ მესამე და მეოთხე პერიოდი 6-6 ქულით წააგო.

სანდრო მამუკელაშვილმა 5:43 წუთი ითამაშა და შეხვედრა უქულოდ დაასრულა, მან მხოლოდ 1 შედეგიანი პასის დაგროვება მოახერხა.

„მილუოკიში“ იანის ანტეტოკუნმპო გამოირჩა 30 ქულით, 12 მოხსნით და 11 პასით, რის შედეგადაც სამმაგი დუბლი შეასრულა, თანაც 30 წუთზე ნაკლები დრო ითამაშა. კრის მილდტონმა 23 ქულა ჩააგდო, ბობი პორტისმა - 20. „გოლდენ სტეიტის“ ლიდერმა სტეფ კარიმ მხოლოდ 12 ქულა მიითვალა, კლეი ტომპსონი კი გუნდს 11 ქულით დაეხმარა.

„მილუოკი ბაქსი“ 27 მოგებით და 17 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 16 იანვარს, „ტორონტო რეპტორსთან“ გამართავს.

0.112594