ფეხბურთი

19:23 | 13.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "მანჩესტერში" გამარჯვებისთვის ვარ და არა მეშვიდე ადგილისთვის"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ Sky Sports-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „წითელ ეშმაკებში“ მეშვიდე ადგილისთვის არ დაბრუნებულა.

როგორც პორტუგალიელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, „მანჩესტერში“ გამარჯვებისთვისაა, მაგრამ მწვრთნელების ხშირი შეცვლა ადვილი არ არის.

„ვერ მივიღებ იმას, რომ ჩვენი მენტალიტეტი უფრო დაბალია, ვიდრე პრემიერლიგის სამეულში ყოფნას სჭირდება. არ მინდა, ვიყო მეშვიდე, მეექვსე ან მეხუთე ადგილზე. აქ იმისთვის ვარ, რომ მოვიგო და ვიბრძოლო. შეგვიძლია რაღაცები შევცვალოთ. ვიცი ამის გზაც, მაგრამ აქ არ ვისაუბრებ, რადგან ეს სწორი არ იქნება. ვფიქრობ, კარგი რაღაცების ასაშენებლად ხანდახან ძველი უნდა დაანგრიო. ახალი წელია, ახალი ცხოვრება და იმედი მაქვს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ იმ დონეზე იქნება, რაც გულშემატკივრებს სურთ, ისინი ამას იმსახურებენ.

გულწრფელად რომ ვთქვა, მწვრთნელის ხშირი შეცვლა ადვილი არ არის. ჯერ იყო სულშერი, მერე კერიკი და ახლა რანგნიკი. ძნელია, როცა ასე ბევრს იცვლი, ეს ყოველთვის რთულია. რანგნიკის მოსვლის შემდეგ, ვფიქრობ, რომ ზოგიერთ ასპექტში მოვუმატეთ, მაგრამ მას დრო სჭირდება. არ არის ადვილი შეცვალო მოთამაშეების მენტალიტეტი და მათი თამაშის სტილი, კულტურა, სისტემა. ვფიქრობ, ის საქმეს კარგად აკეთებს.

სულშერი? როცა გუნდიდან ვიღაც მიდის, ყოველთვის სევდიანი და მძიმეა. ოლე ჩემთან ერთად თამაშობდა ადრე და ახლა ჩემი მწვრთნელი იყო. დიდი ადამიანია. როცა წავიდა, ყველა მოწყენილი იყო, მაგრამ ეს ფეხბურთის ნაწილია. როცა კლუბში ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც კლუბს სურს, რაღაც უნდა შეიცვალოს. ამან იმედები გამიცურა, მაგრამ უნდა გავიგოთ, რთული იყო, მაგრამ ცხოვრება გრძელდება“, - თქვა რონალდუმ.

შეგახსენებთ, კრიშტიანუ რონალდუმ მიმდინარე სეზონში 21 თამაში ჩაატარა და 14 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113124