ფეხბურთი

14:24 | 13.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონაში“ ფერან ტორესის დებიუტი შედგა

ოთხშაბათს, ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში, რომელიც საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადის მეფე ფაჰდის სტადიონზე გაიმართა, „ბარსელონამ“ მადრიდის „რეალთან“ 2:3 წააგო. თუმცა, კატალონიელთათვის კარგი ამბებიც მოხდა.

სადებიუტო მატჩი ჩაატარა ახლაწვეულმა ფერან ტორესმა. მისი „სიტიდან“ „ბარსელონაში“ გადასვლის შესახებ შარშან, 28 დეკემბერს გაცხადდა. კონტრაქტი ხუთწლიანია. თუმცა, საქმეში კოვიდი ჩაერია და 21 წლის ესპანელმა შემტევმა ახლაღა მოირგო ახალი კლუბის მაისურა.

ასევე, 105 დღიანი შესვენების შემდეგ დაბრუნდა უნიჭიერესი ყმაწვილი პედრი. მას სამთვენახევარი აღარ ეთამაშა. მინდორზე კი ბოლოს შარშან 29 სექტემბერს გასულიყო, „ბენფიკასთან“ ჩემპიონთა ლიგის წაგებულ (0:3) მატჩში.

0.116016