კალათბურთი

11:20 | 13.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძე 4 წუთით და 4 ქულით დაბრუნდა

გოგა ბითაძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა და მოედანს დაუბრუნდა. ქართველი კალათბურთელის დაბრუნება „ბოსტონ სელტიქსთან“ შეხვედრაში შედგა, რომელიც „ინდიანამ 100:119 წააგო.

„ბოსტონი“ თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში წინ იყო და გამარჯვების მოპოვება არ გასჭირვებია. „ინდიანამ“ მხოლოდ მეორე პერიოდის მოგება მოახერხა (24:19), რაც ცხადია, საბოლოო წარმატებისთვის საკმარისი არ გამოდგა.

ბითაძე მოედანზე 4:40 წუთის განმავლობაში იყო და საკუთარ გუნდს 4 ქულით დაეხმარა. ქართველმა ცენტრმა 1-დან 1 ორქულიანი და 20დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამქულიანი კი ააცილა.

„ინდიანაში“ საუკეთესო მაილს ტერნერი იყო 18 ქულით, დომანტას საბონისის აქტივში კი 17 ქულაა. „ბოსტონში“ ჯეილენ ბრაუნმა 34 და ჯეისონ ტეიტუმმა 33 ქულა ჩააგდეს.

„ინდიანა პეისერსს“ 15 გამარჯვების საპირისპიროდ 27 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 15 იანვარს, შინ „ფინიქს სანსთან“ გამართავს.

0.112943