ფეხბურთი

21:08 | 12.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალმა" ბალოგანი "მიდლსბროში" გაანათხოვრა

ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელი ფოლარინ ბალოგანი ლონდონის "არსენალმა" მიმდინარე სეზონის დასრულებამდე "მიდლსბროში" გაანათხოვრა. აღნიშნული ინფორმაცია "მეთოფეთა" ტვიტერის გვერდმა გაავრცელა.

ბალოგანი "არსენალი" სარეზერვო გუნდის ფეხბურთელია და ხანდახან მიკელ არტეტა პირველ გუნდშიც ათამაშებდა. მიმდინარე სეზონში ესპანელმა სპეციალისტმა ინგლისელს ექვს შეხვედრაში მიაღებინა მონაწილეობა და ბალოგანმა ორი გოლი გაიტანა. სარეზერვო გუნდში კი ფოლარინმა 11 მატჩში 13-ჯერ გამოიჩინა თავი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118034