ფეხბურთი

19:54 | 12.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

მაჰრეზი "მანჩესტერ სიტის" დეკემბრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

ალჟირის ეროვნული ნაკრების შემტევი რიად მაჰრეზი ინგლისელმა გულშემატკივრებმა "მანჩესტერ სიტის" დეკემბრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. როგორც "ქალაქელების" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, გამოკითხვაში ხმების 80 პროცენტი აფრიკელმა მიიღო, მეორე ადგილზე გავიდა კევინ დე ბრუინი (11%), ხოლო მესამეზე - რაჰიმ სტერლინგი (9 %).

გასულ თვეში რიადმა ექვსი მატჩი ჩაატარა, ხუთი პრემიერლიგაში და ერთი ჩემპიონთა ლიგაზე. მაჰრეზმა აღნიშნულ შეხვედრებში ოთხი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. მიმდინარე სეზონში აფრიკელმა საკლუბო დონეზე ჯამში 25 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 13 გოლი და ხუთჯერ თანაგუნდელებს გაატანინა.

0.110488