ფეხბურთი

18:59 | 12.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

კინგსლი კომანმა "ბაიერნთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელმა კინგსლი კომანმა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. ფრანგის ძველი ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურებოდა, მაგრამ ახლა გუნდში 2027 წლის ზაფხულამდე დარჩება.

განახლებული პირობების თანახმად, 25 წლის კომანი სეზონში ხელფასის სახით დაახლოებით 17 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

შეგახსენებთ, ფრანგი ფეხბურთელი „ბაიერნს“ 2015 წლის ზაფხულში ტურინის „იუვენტუსიდან“ შეუერთდა და მას შემდეგ გერმანული გიგანტის რიგებში ჩატარებულ 157 მატჩში 37 გოლი გაიტანა. კომანის კარიერა მანამდე „პარი სენ ჟერმენში“ დაიწყო, ხოლო 2014-2015 წლებში „იუვენტუსში“ ითამაშა.

0.150108