ფეხბურთი

16:05 | 12.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა გუგეშაშვილი "ყარაბაღში" გადავიდა

ლუკა გუგეშაშვილი კარიერას აზერბაიჯანულ „ყარაბაღში“ გააგრძელებს. ქართველის მეკარის ტრანსფერი კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

როგორც „ყარაბაღის“ ვებგვერდი წერს, ლუკა სეზონის ბოლომდე იჯარით დაიმატეს, მაგრამ ზაფხულში მისი გამოსყიდვის უფლება პოლონური „იაგელონიადან“ ექნებათ. 22 წლის მეკარე აზერბაიჯანელთა რიგებში 23-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ლუკა გუგეშაშვილი „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია, შემდეგ მან გორის „დილაში“, ესპანური „გრანადას“ მეორე გუნდსა და პოლონურ „იაგელონიაში“ ითამაშა, ხოლო გასული სეზონი იჯარით გორის „დილაში“ გაატარა და კარგი თამაშით საქართველოს ნაკრებში გამოძახება დაიმსახურა.

„ყარაბაღი“ აზერბაიჯანის პრემიერლიგაში 14 ტურის შემდეგ 33 ქულით ლიდერია, ამავდროულად უეფას კონფერენს ლიგაზე თამაშობს, სადაც მარსელის „ოლიმპიკს“ დაუპირისპირდება. გუგეშაშვილს „ყარაბაღში“ აზერბაიჯანის ნაკრების ორი მეკარე ეყოლება კონკურენტად - ემილ ბალაიევი და შაჰრუდინ მაჰამადალიევი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135608