ფეხბურთი

15:03 | 12.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

პოგბა "მანჩესტერს" ტოვებს და მისთვის ბრძოლაში ფავორიტიც გამოიკვეთა

„მანჩესტერ იუნაიტედში“ პოლ პოგბას თავგასავალი სრულდება. ფრანგული მედიის ცნობით, რალფ რანგნიკი არ აპირებს ფეხბურთელი კონტრაქტის განახლებაში დაარწმუნოს და დიდი შანსია, რომ ფრანგმა „ოლ ტრაფორდი“ ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.

წყაროს თანახმად, პოგბასთვის ბრძოლაში პსჟ ფავორიტია, რომელსაც ნახევარმცველის უფასოდ დამატების გეგმა აქვს. პარიზელთა გარდა, პოლს მადრიდის „რეალსა“ და ტურინის „იუვენტუსს“ უკავშირებენ.

პოგბა დიდი ხანია „მანჩესტერის“ რიგებში არ გამოჩენილა და მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 13 მატჩში გოლი არ გაუტანია. მისი კონტრაქტი ინგლისურ გრანდთან მიმდინარე წლის 30 ივნისს იწურება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112439