ფეხბურთი

16:04 | 11.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

კიეზას ტრავმის გამო, „იუვენტუსი“ კულუშევსკის აღარ გაყიდის

„იუვენტუსი“ შემტევ ნახევარმცველს, დეიან კულუშევსკის აღარ გაყიდის - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.

ტურინულმა კლუბმა ყოველგვარი მოლაპარაკება შეწყვიტა შვედი შუახაზელის თაობაზე. მიზეზი ფედერიკო კიეზას ტრავმაა, რომელიც სეზონის ბოლომდე ვეღარ ითამაშებს.

წყაროს ცნობით, ბოლო კვირებში „იუვენტუსმა“ ორი წინადადება მიიღო კულუშევსკის ტრანსფერის შესახებ. ერთი „არსენალისგან,“ მეორე - „ტოტენჰემისგან.“ ასევე კულუშევსკით მიუნხენის „ბაიერნიც“ დაინტერესდა.

შეგახსენებთ, რომ კულუშევსკი „იუვენტუსში“ „ატალანტადან“ გადავიდა 2020 წელს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111872