ფეხბურთი

20:22 | 10.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ რიუდიგერის გადაბირებას უფასოდ აპირებს

ფრანგული „პარი სენ ჟერმენი“ ლონდონის „ჩელსისა“ და გერმანიის ნაკრების მცველის, ანტონიო რიუდიგერის გადაბირებას ცდილობს.

ბრიტანული მედიის ცნობით, პარიზელებმა ფეხბურთელს პირველი შეთავაზება უკვე გაუკეთეს. აღსანიშნავია, რომ პსჟ რიუდიგერის ხელში ჩაგდებას უფასოდ ცდილობს, რადგან მას „ჩელსისთან“ კონტრაქტი ზაფხულში ეწურება.

გერმანელი ხელფასის სახით 12 მილიონ ევროს ითხოვს, რაზეც ინგლისელები თანახმა არ არიან და ამიტომაც, კონტრაქტის გახანგრძლივების შანსი მცირეა.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო რიუდიგერი „ჩელსის“ რიგებში 2017 წლიდან თამაშობს და 166 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116297