ფეხბურთი

18:52 | 10.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

უმტიტიმ "ბარსელონასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა და კლუბმა ფერან ტორესი დაარეგისტრირა

სამუელ უმტიტიმ „ბარსელონასთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა და ამის წყალობით კლუბმა ფერან ტორესის დარეგისტრირება მოახერხა.

ფრანგმა მცველმა „ბარსასთან“ ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდე განაახლა, მაგრამ ხელფასი დაიკლო, რამაც „ბლაუგრანას“ ტორესის რეგისტრირების საშუალება მისცა ისე, რომ ფინანსური ფეარ-პლეი არ დაერღვია.

„ბარსელონა“ საჯაროდ გამოხატავს მადლობას სამუელ უმტისის იმ ძალისხმევისა და სიყვარულისთვის, რომელიც მან კლუბის მიმართ გამოიჩინა“, - ნათქვამია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სამუელ უმტიტი „ბარსელონას“ ძირითად შემადგენლობაში პრაქტიკულად ვერ ხვდება, მაგრამ გუნდის დატოვებაზე უარი თქვა, სანაცვლოდ კი ხელფასი შეიმცირა. ფერან ტორესს რაც შეეხება, ის „ბარსამ“ მიმდინარე წლის დასაწყისში დაიმატა.

0.116019