ფეხბურთი

11:36 | 10.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეი შევჩენკო შესაძლოა "ჯენოადან" დაითხოვონ

იტალიური „ჯენოას“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან შესაძლოა ანდრეი შევჩენკო დაითხოვონ. როგორც ცნობილია, გენუური კლუბის ხელმძღვანელობა „შევას“ დათხოვნაზე სერიოზულად ფიქრობს.

შევჩენკომ „ჯენოა“ ორი თვის წინ ჩაიბარა, მაგრამ გუნდი კრიზისიდან ვერ გამოიყვანა, რაზეც შედეგები მეტყველებს. ლიგურიელებმა უკრაინელის ხელმძღვანელობით სერია A-ში 9 მატჩი ჩაატარეს და გამარჯვება არ მოუპოვებიათ - 3 ფრე, 6 წაგება.

„ჯენოა“ სატურნირო ცხრილში 12 ქულით მე-19 ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ ანდრეი შევჩენკოსთვის სამწვრთნელო კარიერაში ეს პირველი საკლუბო გამოცდილებაა, მანამადე მას მხოლოდ უკრაინის ნაკრებში ჰქონდა ნამუშევარი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.098456