კალათბურთი

10:25 | 9.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო მამუკელაშვილის 5 ქულა და "მილუოკის" მარცხი NBA-ში

NBA-ს მოქმედი ჩემპიონი „მილუოკი ბაქსი“ სტუმრად „შარლოტ ჰორნეტს“ შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 106:114 წააგო. პირველი მეოთხედი „ბაქსმა“ მოიგო, მაგრამ შემდეგ უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ, რომელიც ხელიდან აღარ გაუშვიათ.

სანდრო მამუკელაშვილმა 12:10 წუთი ითამაშა და ამ დროში 5 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 4-დან 2 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამქულიანი კი ააცილა.

„მილუოკიში“ საუკეთესო კვლავინდებურად იანის ანტეტოკუნმპო იყო, რომელმაც 43 ქულა ჩააგდო! გარდა ამისა, ბერძენმა 12 მოხსნა და 3 პასიც დააგროვა. კარგად ითამაშა კრის მიდლტონმაც, რომლის ანგარიშზე 27 ქულა, 10 მოხსნა, 9 პასია და ერთადერთი შედეგიანი გადაცემა დააკლდა სამმაგ დუბლამდე. „შარლოტში“ ტერი როზიე 28 ქულით, 4 ქულით და 4 პასით გამოირჩა.

„მილუოკი ბაქსი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 26 მოგებით და 16 წაგებით მეოთხე ადგილზეა, 11 იანვარს კი სტუმრად ისევ „შარლოტ ჰორნეტსს“ დაუპირისპირდება. დღესვე, გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსმა" შინ "იუტა ჯაზს" 125:113 მოუგო, მაგრამ ქართველ კალათბურთელს, რომელსაც კორონავირუსი აქვს, არ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118658