ფეხბურთი

15:30 | 9.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემა "რეალის" ისტორიაში მე-4 ფეხბურთელია, რომელმაც 300 გოლი გაიტანა

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კარიმ ბენზემა „სამეფო კლუბში“ 300-გოლიან ზღვარს გადასცდა. ის ესპანური გრანდის ისტორიაში მეოთხე მოთამაშეა, რომელმაც ამის გაკეთება შეძლო.

ფრანგმა ფეხბურთელმა „ვალენსიასთან“ (4:1) მოგებულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა და „რეალის“ მაისურით მე-300 და 301-ე გოლები გაიტანა. კარიმმა 301 გოლის გატანას 584 მატჩი მოანდომა და ამასთან, 152 საგოლე პასიც აქვს მითვლილი.

აქვე გეტყვით, რომ ბენზემაზე მეტი გოლი „რეალში“ მხოლოდ ალფრედო დი სტეფანოს (308), რაულსა (323) და კრიშტიანუ რონალდუს (450) აქვთ გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116214