ფეხბურთი

1:28 | 9.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: "ძალიან გაბრაზებული ვარ, რომ ასეთ მატჩში ქულები დავკარგეთ"

„ბარსელონამ“ ლა ლიგის მორიგ ტურში სტუმრად „გრანადასთან“ (1:1) გამარჯვება ვერ მოახერხა, მიუხედავად იმისა, რომ 89-ე წუთამდე იგებდა. დაკარგული ქულებით ძალიან იმედგაცრუებული და გაბრაზებული იყო კატალონელთა მთავარი მწვრთნელი ჩავი:

„ეს სცენარი პამპლონაში („ოსასუნასთან“ 2:2) უკვე ვნახეთ. უნდა ვიცოდეთ ბურთის შენარჩუნება და მეტი მოთმინების უნარი გვქონდეს. ინდივიდუალური შეცდომების გამო ბურთს ხშირად ვკარგავდით. საჭიროა მეტად თვითკრიტიკულები ვიყოთ - ჩვენი შეცდომებით ორი მნიშვნელოვანი ქულა დავკარგეთ. ძალიან ბედნიერი ვარ ლუკ დე იონგის გოლით, მაგრამ ძალიან გაბრაზებული ვარ თითქმის მოგებულ მატჩში ქულების დაკარგვით“, - თქვა ჩავიმ.

შეგახსენებთ, „ბარსელონა“ 20 მატჩში მოპოვებული 32 ქულით ლა ლიგაში მეექვსე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონაში შესასვლელად იბრძვის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112379