ფეხბურთი

22:53 | 8.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ფიორენტინამ“ პიონტეკი დაიმატა

„ფიორენტინამ“ „ჰერტას“ პოლონელი თავდამსხმელი, კშიშტოფ პიონტეკი იჯარის წესით გაიფორმა, შემდგომი გამოსყიდვის უფლებით - წერს იტალიური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

წინა დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პიონტეკი თავის ყოფილ კლუბში, „ჯენოაში“ დაბრუნდებოდა, მაგრამ საბოლოოდ „ფიორენტინაში“ აღმოჩნდა. მისი გამოსასყიდი თანხა კი დაახლოებით 16 მილიონი ევროა.

პინტეკი „ჰერტაში“ 2020 წლის იანვარში გადავიდა „მილანიდან“ 24 მილიონ ევროდ.

მიმდინარე სეზონში კი მან ყველა ტურნირში 10 მატჩი გამართა, ერთი ბურთი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შესარულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110118